ინსტრუქცია
როგორ მუშაობს Rentora
რეალური ეკრანები, ნაბიჯ-ნაბიჯ: რეგისტრაციიდან ხელშეკრულებამდე და ყოველთვიურ გადახდებამდე.
სრული ვიდეო: განცხადებიდან ხელშეკრულებამდე
ვიდეოში ტექსტი ქართულადაა, ხმის გარეშე.

რეგისტრაცია და შესვლა
მთავარ გვერდზე აირჩიე „ვაქირავებ ბინას“ და შექმენი ანგარიში.
- 1ჩაწერე სახელი, ელფოსტა და პაროლი (მინიმუმ 8 სიმბოლო).
- 2ელფოსტაზე მოგივა წერილი: დააჭირე „ელფოსტის დადასტურება“.
- 3შემდეგ ჯერზე შედი იგივე ელფოსტით და პაროლით.
- 4პაროლი დაგავიწყდა? შესვლის გვერდზე „დაგავიწყდა პაროლი?“.

ბინის დამატება
ბინა ერთხელ ემატება; მერე მასზე იქმნება განცხადებაც და ხელშეკრულებაც.
- 1„ბინები“ → „ბინის დამატება“: აირჩიე უბანი, ჩაწერე ქუჩა და ნომერი.
- 2„მისამართის პოვნა რუკაზე“ — გადაამოწმე ნიშნული და დააჭირე „ადგილი სწორია“.
- 3ფართი, ოთახები და სართული.
- 4კომუნალურის აბონენტის ნომრები: მოიჯარე მათ თავის გვერდზე ნახავს.
- 5დაამატე ფოტოები და შეინახე.

განცხადების გამოქვეყნება და მოდერაცია
განცხადება უფასოა. ახალი ანგარიშის განცხადებას ჯერ მოდერატორი ამოწმებს.
- 1ბინის გვერდზე დააჭირე „განცხადების გამოქვეყნება“.
- 2ჩაწერე ფასი, მინიმალური ვადა, აღწერა, მონიშნე კომფორტი.
- 3„შემოწმებაზე გაგზავნა“: ჩვეულებრივ რამდენიმე საათში ქვეყნდება.
- 4თუ არ დამტკიცდა, მიზეზს განცხადების გვერდზე ნახავ (მაგ. ტელეფონი აღწერაში, სხვისი ფოტოები). გაასწორე და ხელახლა გაგზავნე.
- 5დამტკიცების შემდეგ განცხადება ძიებაში და რუკაზე ჩანს.

მოიჯარესთან მიმოწერა
მოიჯარეები პირდაპირ გწერენ განცხადებიდან; ნომრის გამხელა არ გჭირდება.
- 1ახალ შეტყობინებაზე მოგივა შეტყობინება (და ელფოსტა, თუ ჩართული გაქვს).
- 2„შეკითხვები“ → გახსენი საუბარი და უპასუხე.
- 3შეთანხმდით დათვალიერების დროზე იქვე, ჩატში.

ხელშეკრულების შექმნა და მოწვევა ელფოსტით
ხელშეკრულება ბინის მონაცემებიდან ივსება; მოწვევა მოიჯარეს ელფოსტით მიდის.
- 1ბინის გვერდზე „ხელშეკრულების შექმნა“.
- 2თარიღები, ქირა, დეპოზიტი, გადახდის დღე და ვინ იხდის კომუნალურს.
- 3გადახედე ხელშეკრულების ტექსტს.
- 4ჩაწერე მოიჯარის სახელი და ელფოსტა → „ელფოსტით გაგზავნა“.
- 5საჭიროების შემთხვევაში „ბმულის კოპირება“ ან „ხელახლა გაგზავნა“.

ხელმოწერა
ორივე ხელს აწერს ონლაინ; ტექსტი ამის შემდეგ აღარ იცვლება.
- 1მოიჯარე იღებს მოწვევას და ხელს აწერს — მოგივა შეტყობინება.
- 2ხელშეკრულების გვერდზე მონიშნე თანხმობა და ჩაწერე სრული სახელი.
- 3„ხელის მოწერა“: ხელშეკრულება აქტიურია, PDF ჩამოიტვირთება.

შესვლის აქტი ფოტოებით
აქტი იცავს ორივეს: რა მდგომარეობაში იყო ბინა შესვლისას.
- 1ხელშეკრულების გვერდზე „შესვლის აქტის დაწყება“.
- 2ოთახ-ოთახ შეაფასე: კარგი, ნახმარი ან დაზიანებული.
- 3დაამატე ფოტოები და შენიშვნები.
- 4„დამქირავებელთან გაზიარება“: მოიჯარე ნახავს და დაადასტურებს.
- 5დადასტურების შემდეგ აქტი იკეტება და აღარ იცვლება.

ქირა და კომუნალურები
ფული პირდაპირ შენთან მოდის; Rentora აღრიცხავს და ახსენებს.
- 1ქირა ავტომატურად ჩნდება გადახდის ვადამდე 3 დღით ადრე.
- 2კომუნალური: ხელშეკრულების გვერდზე „კომუნალური ქვითრის დამატება“ — სერვისი, თვე, თანხა.
- 3მოიჯარე მონიშნავს „გადავიხადე“ და ატვირთავს ქვითარს.
- 4„გადახდები“ → „დადასტურება“, როცა თანხა მიიღე.
- 5ვადაგადაცილებას ორივე ხედავს; ისტორია ინახება.

მოთხოვნები (დაზიანება)
რამე გაფუჭდა? მოიჯარე მოთხოვნას ფოტოთი გიგზავნის.
- 1ახალ მოთხოვნაზე მოგივა შეტყობინება.
- 2„მოთხოვნები“ → გახსენი, ნახე ფოტოები და აღწერა.
- 3შეცვალე სტატუსი: მიღებულია, მიმდინარეობს, მოგვარდა.
- 4დაწერე კომენტარი — ყველაფერი ერთ ისტორიაშია.

გასვლა და ახალი განცხადება
გასვლის აქტი შესვლისას ადარდება; შემდეგ ბინა ისევ ქვეყნდება.
- 1ხელშეკრულების გვერდზე დაიწყე გასვლის აქტი (შესვლის აქტიდან ივსება).
- 2შეაფასე ცვლილებები და დაამატე ფოტოები.
- 3„შედარება“ აჩვენებს, რა შეიცვალა — ეს საფუძველია დეპოზიტზე შეთანხმებისთვის.
- 4ბინის გვერდზე „განცხადების გამოქვეყნება“: მონაცემები უკვე შევსებულია.

რამდენიმე ბინის მართვა
ყველა ბინა, ხელშეკრულება და გადახდა ერთ სამუშაო სივრცეშია.
- 1„მიმოხილვა“: გადახდები, მოთხოვნები და რა საჭიროებს ყურადღებას.
- 2„ბინები“: ყველა ბინა და მისი სტატუსი.
- 3კომპანიისთვის: შექმენი ორგანიზაცია და მოიწვიე თანამშრომლები.
- 4სამუშაო სივრცე იცვლება ზედა მენიუდან.

ფასები და ბეტა
ბეტის დროს ყველაფერი უფასოა; ბეტის შემდეგ ფასი ბინების რაოდენობაზეა დამოკიდებული.
- 1ფასების გვერდზე ნახავ ზოლებს და ბეტის დასრულების თარიღს.
- 2განცხადებები და მოიჯარის ანგარიში ყოველთვის უფასოა.
- 3ბარათი არ გჭირდება; ბეტის დასრულებამდე შეგატყობინებთ.

ბინის ძებნა
განცხადებები აგენტის საკომისიოს გარეშე, რეალური მონაცემებით.
- 1„ბინის მოძებნა“: აირჩიე უბანი, ოთახები, ფასი.
- 2„რუკა“ აჩვენებს ბინებს რუკაზე.
- 3გახსენი განცხადება: ფოტოები, პირობები, უბანი.
- 4ზუსტ მისამართს მესაკუთრე დათვალიერებისას გეტყვის.

მესაკუთრისთვის მიწერა
მიწერე პირდაპირ განცხადებიდან; პასუხი აპში და ელფოსტით მოგივა.
- 1განცხადებაზე დააჭირე მიწერის ღილაკს (ანგარიში უფასოა).
- 2დაწერე, რა გაინტერესებს და როდის შეგიძლია ნახვა.
- 3საუბარი ინახება „ჩატში“.

მოწვევის მიღება და ხელმოწერა
მესაკუთრე ელფოსტით გიგზავნის მოწვევას; ხელს აწერ ონლაინ.
- 1გახსენი წერილი და დააჭირე „ხელშეკრულების ნახვა“.
- 2შექმენი უფასო ანგარიში ან შედი.
- 3მიიღე მოწვევა და წაიკითხე პირობები.
- 4მონიშნე თანხმობა, ჩაწერე სრული სახელი და მოაწერე ხელი.

შესვლის აქტის დადასტურება
აქტი შენი მტკიცებულებაა გასვლისას — დეპოზიტისთვის.
- 1მესაკუთრე აქტს გიზიარებს — მოგივა შეტყობინება.
- 2გადახედე ოთახ-ოთახ: შეფასებები და ფოტოები.
- 3რამე არ ემთხვევა? დაამატე შენი ფოტო ან კომენტარი.
- 4„აქტის დადასტურება“: აქტი იკეტება.

გადახდები და კომუნალურები
ყველა გადახდა ერთ სიაში, ქვითრებით.
- 1„გადახდები“: რა არის გადასახდელი და როდის.
- 2გადაიხადე როგორც შეთანხმდით (გადარიცხვა, ნაღდი).
- 3დააჭირე „გადავიხადე“ და ატვირთე ქვითარი.
- 4მესაკუთრე ადასტურებს; ისტორია ორივესთან ინახება.

მოთხოვნის გაგზავნა
რამე გაფუჭდა? მოთხოვნა ფოტოთი, სტატუსი ყოველთვის ჩანს.
- 1„მოთხოვნები“ → „ახალი მოთხოვნა“.
- 2აირჩიე კატეგორია და სისწრაფე, აღწერე პრობლემა.
- 3დაამატე ფოტო და გაგზავნე.
- 4მესაკუთრის პასუხი და სტატუსი მოთხოვნის გვერდზე ჩანს.

შეტყობინებები
არაფერი გამოგრჩება: აპში, ტელეფონზე (push) და ელფოსტით.
- 1ზარის ხატულა აჩვენებს ყველა შეტყობინებას.
- 2ჩართე push: ტელეფონზე მოგივა, აპი დახურულიც რომ იყოს.
- 3პარამეტრებში აირჩიე, რა გინდა აპში, push-ით და ელფოსტით.

კითხვები
ხშირი კითხვები
Rentora უფასოა?
ბეტის პერიოდში მესაკუთრისთვის ყველაფერი უფასოა. განცხადების განთავსება და მოიჯარის ანგარიში ყოველთვის უფასოა.
რა ღირს ბეტის შემდეგ?
ფასი ბინების რაოდენობაზეა დამოკიდებული. ზუსტი ფასები და ბეტის დასრულების თარიღი ფასების გვერდზეა; ბეტის მომხმარებლებს წინასწარ შევატყობინებთ.
ფულს Rentora იღებს?
არა. ქირას და კომუნალურებს მოიჯარე პირდაპირ მესაკუთრეს უხდის, როგორც აქამდე. Rentora მხოლოდ აღრიცხავს: რა, რამდენი, როდის, ქვითრით და დადასტურებით.
ჩემი მონაცემები უსაფრთხოა?
მონაცემები ინახება ჩვენს სერვერებზე და იგზავნება დაშიფრული კავშირით. ბინის ზუსტი მისამართი საჯაროდ არასდროს ჩანს, მხოლოდ უბანი. დეტალები: კონფიდენციალურობის პოლიტიკა.
ჩემს ფოტოებს ვინმე მოიპარავს?
საჯარო განცხადებაში ჩანს ფოტოს შემცირებული ასლი წყლის ნიშნით; ორიგინალი მხოლოდ შენ და მოდერატორს ჩანს. ახალ ფოტოებს ვამოწმებთ, სხვა განცხადებაში ხომ არ გვხვდება.
ხელშეკრულებას იურიდიული ძალა აქვს?
ორივე მხარე ხელს აწერს ელექტრონულად (თანხმობით და სრული სახელით), ტექსტი ინახება უცვლელად და PDF-ად ჩამოიტვირთება. იურიდიული ძალა კონკრეტულ გარემოებებზეა დამოკიდებული; მნიშვნელოვან საკითხებზე გირჩევთ იურისტთან კონსულტაციას.
რა ხდება, თუ მოიჯარე Rentora-ს არ იყენებს?
ბინები და განცხადებები მესაკუთრეს მარტოც შეუძლია მართოს. ონლაინ ხელმოწერის, აქტის და გადახდების აღრიცხვისთვის მოიჯარეს უფასო ანგარიში სჭირდება; მოწვევის ბმულიდან ის ერთ წუთში იქმნება.
როგორ წავშალო ანგარიში?
მოგვწერე hello@rentora.ge-ზე ანგარიშის ელფოსტიდან: წავშლით და ელფოსტით დაგიდასტურებთ. უკვე ხელმოწერილი ხელშეკრულება მეორე მხარეს ხელმოწერილ დოკუმენტად რჩება.
როგორ დაგიკავშირდეთ?
მოგვწერე hello@rentora.ge-ზე, ან გამოიყენე „უკუკავშირის“ ღილაკი საიტზე.